| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC)
- ეროვნული ბანკი თვის მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის თანახმად ივნისში, საბანკო
სექტორის სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 3.72 მლრდ ლარით (თვიურად 862.2 მლნ ლარით)
გაიზარდა და 38.3 მლრდ ლარი შეადგინა. სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 10.8%-ით გაიზარდა,
მეტწილად ეროვნული ვალუტის დეპოზიტების მატების გავლენით.
კერძოდ, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის სადეპოზიტო ვალდებულებები 308.2 მლნ ლარით (2.0 %-ით) გაიზარდა და 16.1 მლრდ ლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა, ძირითადად ფიზიკური პირების დეპოზიტების მატებამ განაპირობა, რომლის მოცულობაც 256.3 მლნ ლარით გაიზარდა.
ამავდროულად, როგორც სებ–ის ანგარიშშია ნათქვამი, საბანკო
სისტემის დეპოზიტებს სამთავრობო სექტორის დეპოზიტებიც ზრდიდა.
რაც შეეხება უცხოური ვალუტის დეპოზიტებს, წინა თვესთან
შედარებით, გაიზარდა როგორც ფიზიკური პირების, ასევე იურიდიული პირების დეპოზიტების
მოცულობა.
მიმდინარე წლის ივნისში დეპოზიტების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები (მთავრობის გარეშე) წინა თვესთან შედარებით 0.15 პპ გაიზარდა და 5.45% შეადგინა. ეროვნული ვალუტით დეპოზიტებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ შემცირდა და 7.9% შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ დეპოზიტებზე- 0.1 პპ-ით, 0.7%-მდე შემცირდა. რეზიდენტების ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა, რაც ლარის ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთის მატებამ განაპირობა. კერძოდ, ლარის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთმა წინა თვესთან შედარებით 0.1 პპ-ით მოიმატა და 12.1% შეადგინა, ხოლო ევროსა და დოლარის ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები შესაბამისად 0.5 პპ და 0.2 პპ-ით, 0.5% და 1.0%-მდე შემცირდა.
უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან
გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაცია, 2022 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით
0.4 პპ-ით გაიზარდა და 58.0%-ს შეადგენს. ივნისის ბოლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების
დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 46.2% და 72.2 % შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ
ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების დედოლარიზაცია გრძელდება და ივნისში წინა თვესთან
შედარებით 0.7 პპ შემცირდა და 68.8% შეადგინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss