ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
პროკრედიტ ბანკი და ეროვნული ბიბლიოთეკა ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს იწყებენ
4 აგვისტო, 2022, 13:17
პროკრედიტ ბანკი  და  ეროვნული ბიბლიოთეკა ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს იწყებენ

თბილისი (GBC) - პროკრედიტ ბანკსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის, საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებით, თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია სკვერის ბიბლიოთეკების მოწყობა, საქართველოს მასშტაბით. ასევე, საქართველოს ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში გერმანელების როლის ამსახველი დოკუმენტური მასალის მოძრავი გამოფენა.

 

„გერმანული ბანკი საქართველოში 23 წელზე მეტია საქმიანობს. პროკრედიტ ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეული კომპანია, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო მიმართულების პროექტებს, როგორც საკუთარი თანამშრომლების, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის. ამ პროექტში ჩართულობა ბანკისთვის წიგნიერების ხელშეწყობისა და ევროპული ღირებულებების გაზიარების კიდევ ერთი შესაძლებლობაა.“- აღნიშნა პროკრედიტ ბანკის დირექტორმა, მარიტა შეშაბერიძემ.

 

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, პროკრედიტ ბანკის თანამშრომლებმა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი მოინახულეს.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები