ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისიმ სასტუმრო ბიზნესი ₾12 მლნ- ით დააფინანსა
3 აგვისტო, 2022, 16:30

თბილისი (GBC) - ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ერას მოედანთან, თიბისის მხარდაჭერით, სასტუმრო „მონარქი“ გაიხსნა.

 

ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო კომპანია „ინს გრუპის“ საკუთრებაა. ახალ პროექტში კომპანიამ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

 

სასტუმრო 60 ნომერს აერთიანებს, სადაც ჯამში 150 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი. სასტუმროში 30 ადგილობრივი ადამიანია დასაქმებული.

 

„მონარქი“ მორგებულია არა მხოლოდ ტურისტულ, ასევე საქმიან ვიზიტებზეც. მომხმარებლებს საშუალება აქვთ სასტუმროს საკონფერენციო დარბაზით ისარგებლონ, რომელიც 60-80 ადამიანზეა გათვლილი.

 

სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს ბუფეტის ტიპის საუზმეს, ლობი ბარს, ქართულ რესტორანსა და რეცეფციის მომსახურებას 24/7-ზე.

 

„მონარქი“ უკვე წარმოდგენილია საერთაშორისო პლატფორმებზე: booking.com, hotels.com, Agoda.com და სხვა. დაინტერესებულ პირებს სასტუმროსთან დაკავშირება მათი Facebook გვერდის დახმარებითაც შეუძლიათ: https://m.facebook.com/hotelmonarchbatumi/

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები