| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ
გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში შპს ,,ბონდი-2009’’ ერთადერთი პრეტენდენტია.
დეპარტამენტმა 7.7 მლნ ლარის ტენდერი გამოაცხადა, რომელიც სამშენებლო
სამუშაოებს, გზატკეცილების საფარის დაგებას, მოკირწყვლასა და მოასფალტებას, ასევე მდინარის
ნაპირსამაგრ სამუშაოებს მოიცავს.
უფრო ზუსტად კი საავტომობილო/გზა "ჭოროხის გზა (მახოს ხიდი-გონიოს
ხიდი)" კმ0+000-კმ5+700 მონაკვეთზე, ასფალტბეტონის საფარის მოწყობას (4.7 მლნ
ლარი), მდ. ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას (3 მლნ ლარი).
კომპანია ,,ბონდი-2009’’ ზემოთ აღნიშნულ ყველა სამუშაოს 20%-ით დაბალ ფასად (6.1 მლნ ლარში) შეასრულებს.
წინადადებების მიღება დასრულებულია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კანდიდატს 270 კალენდარული დღე
აქვს პროექტის დასასრულებლად. სამუშაო 9 ეტაპად არის დაყოფილი, პირველი 3 ეტაპი უნდა
განხორციელდეს 2022 წელს, ხოლო დანარჩენი 6 ეტაპი 2023 წლის ივნისამდე.
კომპანია ,,ბონდი-2009’’ 2009 წელს დაარსდა. ტენდერების მონიტორის
მიხედვით, კომპანიას 215 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული და აქედან 108-ში გაიმარჯვა.
მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება კი 113.5 მლნ ლარია.
კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა კი ასეთია:
ბადრი ჭაღალიძე - 25%;
ოთარ ფუტკარაძე - 25%;
ნუკრი დოლიძე - 25%;
დავით დევაძე - 25%.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss