ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ტაივანის ირგვლივ დენთის სუნი დგას. ჩინეთმა ტაივანური იმპორტი აკრძალა
2 აგვისტო, 2022, 17:02
ტაივანის ირგვლივ დენთის სუნი დგას. ჩინეთმა ტაივანური იმპორტი აკრძალა

თბილისი (GBC) – ჩინეთის ხელისუფლებამ ტაივანიდან გარკვეული კატეგორიის პროდუქციის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს.

ჩინეთმა ტაივანური პროდუქციის იმპორტი მას შემდეგ აკრძალა, რაც დადასტურებულად გახდა ცნობილი ტაივანში აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტის დაგეგმვის შესახებ.

ჩინეთის სანქციებში ტაივანის 3000–მდე დასახელების პროდუქტი მოხვდა: ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული, ხილი, თაფლი, ჩაი და სხვა აგრარული პროდუქტები. შედეგად 180 სასურსათო პროდუქცია და დაახლოებით 700 თევზსაჭერი გემი დაზარალდება.

ამასობაში კუნძულოვანი სახელმწიფოს მიმართულებით ჩინეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ორი ფლაგმანი ავიამზიდი გაემართა. კუნძულისკენ ჩქარობენ ამერიკული ავიამზიდი „რონალდ რეიგანი“ და აშშ–ის სამხედრო საზღვაო ფლოტის მოიერიშე გემები.

ამასთან, ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალები მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და პელოსის თვითმფრინავის მიმართულებით ცეცხლის გახსნით იმუქრება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები