ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლარი მაინც მყარდება, კურსი 2.73-ს ჩამოცდა
2 აგვისტო, 2022, 16:50
ლარი  მაინც მყარდება, კურსი 2.73-ს  ჩამოცდა

თბილისი (GBC) - სებ-მა  მიმოქცევაში 28 მლნ ლარამდე გაუშვა, სავალუტო აუქციონის მეშვეობით. 1 აგვისტოს სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა (საშ.შეწ კურსი - $1/₾ 2.7514).

 

სებ-მა წელს წინა აუქციონზეც $10 მლნ შეისყიდა, მაისის ბოლოს. მანამდე კი ბოლო შესყიდვა იყო, ჯერ კიდევ პანდემიამდე. 2019 -ის ივნისში. პანდემიაში სისტემას პირიქით,  ვალუტის ლიკვიდობის მიწოდება ესაჭიროებოდა, რასაც სებ-ის დონორების ჩარიცხვებით უზრუნველყოფდა.

 

ბლუმბერგის Bmatch  პლატფორმაზე შესყიდვებით სებ-ის გააქტიურებამდე, მარტში. მარეგულირებლის მიწოდებული $50 მლნ-დან, სავალუტო აუქციონზე, ბანკებმა მხოლოდ $39,7 მლნ შეისყიდეს.

 

მას შემდეგ  (მაისი-ივლისის პერიოდი) კი  სებ-მა სავალუტო აუქციონით და Bmatch +2 კომპონენტით სისტემას 400 მლნ ლარზე  მეტი ლიკვიდობა მიაწოდა.

 

ამას დაემატა 1 აგვისტოს სებ-ის $10 მილიონიანი შესყიდვა, რომელი ტრანზაქციითაც მიმოქცევაში  27,5 მლნ ლარი გაუშვა.

 

სებ-ის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ინტერვენცია კურსთან დაკავშირებული არაა.  ფუნდამენტური ფაქტორებით (მიგრანტა ნაკადის ზრდა და შესაბამისად გაზრდილი ვალუტის ნაკადი) წახალისებულ ლარის გამყარებას ინტერვენციები არ შეაჩერებს. და ვერც შეაჩერა, დღეს. თუმცა  ლარის უფრო მეტად გამყარება  შეაკავა.  როგორც საინვესტიციო ბანკირები ამბობენ.

 

 ებ-ის შესყიდვები

                      აუქციონზე   ($)              Bmatch-ზე ($)

05/2022

10 000 000

21 250 000

06/2022

 

23 400 000

07/2022

 

>100 000 000°*

08/2022

10 000 000

 

წყარო: სებ-ი  °* მოიცავს კიდევ 2 კომპონენტს

 

ბოლო განახლებული ინფორმაციით, Bmatch-ზე სებ-ი ვალუტით 4 მისოსთან (მ.შ. კრისტალი, რიკო) , 13 კომერციული ბანკთან,  3 არასაფინანსო კომპანიასთან  (ვისოლი, მაგთი, რომპეტროლი) და 2  ფონდთან  ( საპენსიო სააგენტო, Eaton Vance...) ვაჭრობს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები