| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - შპს აჭარის პროექტების მართვის კომპანიის მიერ გამოცხადებულ 4.3
მლნ ლარის ღირებულების ტენდერით გათვალისწინებულ პროექტს ,,გლობალ სტანდარტმშენი’’
შეასრულებს. განაცხადის მიღება 1–ელ აგვისტოს დასრულდა, რომელშიც „გლობალ სტანდარტმშენი“
ერთადერთი კანდიდატი იყო.
ტენდერის პირობების მიხედვით,
კომპანიამ რაგბის სტადიონი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვში, 15 ათას კვ/მ მიწის
ფართობზე უნდა ააშენოს.
ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების
ხარისხი უნდა
შეესაბამებოდეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს და მსგავსი სამუშაოებისათვის დადგენილ წესებსა და
ნორმებს.
სამუშაოს დასრულების
ვადა კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეა.
შესრულებული სამუშაოების
საგარანტიო ვადა ასეთია:
1. ძირითადი კონსტრუქციული სისტემა – 50 წელი.
2. სახურავის
ბურულის მოწყობის
სამუშაოებზე - 15 წელი.
3. დანადგარ-მოწყობილობებზე – არანაკლებ
3 წელი.
4. სხვა დანარჩენი
– 3 წელი
ტენდერების მონიტორის მიხედვით,
„გლობალ სტანდარტმშენს“ 84 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან 35-ში გამარჯვებულად
გამოვლინდა. მისი მოგებული ტენდერების საერთო ღირებულება კი 16.4 მლნ ლარს შეადგენს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss