| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკის ცნობით, სამშაბათს ფინანსთა
სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების
182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა და მოთხოვნამ 44 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.39%–ით, მაქსიმალური
10.390%–ით, ხოლო
საშუალო შეწონილი 10.39%–ით
განისაზღვრა.
სამშაბათსვე ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80
000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ამ
აუქციონით 4 კომერციული ბანკი დაინტერესდა. მოთხოვნამ კი 220 250 000 ლარი
შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტით, მაქსიმალური
9.860 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.846 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.875 პროცენტს შეადგენდა. კუპონის
გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში
მოხდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss