| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი(GBC) - ვაშლის მოსავლის აღების სეზონის წინ ბაზრის მონაწილეებს მთავარი კითხვა დაუდგათ – შეძლებენ თუ არა პროდუქტის რეალიზაციას საკმარისად მაღალ ფასად? ამ კითხვაზე პასუხი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის თუ რა მოცულობის მოთხოვნა იქნება ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე და რაღა თქმა უნდა, რა მოცულობის მოსავალს მოიწევენ ფერმერები.
EastFruit–ის ქართულმა ჯგუფმა შერჩევითი ანალიზი მოამზადა ვაშლის ქართული ბაზრიდან, რომელსაც გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და სურსათის საინვესტიციო დეპარტამენტის ეკონომისტი ანდრეი იარმაკი გააჟღერებს 4 აგვისტოს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ყოველწლიურ უმსხვილეს კონფერენციაზე Prognosefruit 2022.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვაშლის მოსავალი კვლავაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მეწლეურობაზე, ვინაიდან ყველა ბაღს ვერ ვუწოდებთ ინტენსიურს. თუმცა, ბოლო წლებში საქართველოში ვაშლის მოსავლის ზრდის ძირითად ფაქტორად ვაშლის ახალი ინტენსიური ბაღების სრულმოსავლიანობაზე გადასვლა სახელდება.
ამიტომ, 2021–2022 წლების სეზონი დაბალმოსავლიანად ითვლება, თუმცა მაინც უფრო მაღალია წინა წლებთან შედარებით. 2021–ში ვაშლის მოსავალმა 73 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2,4–ჯერ მეტია 2019, 2017 და 2015 წლების საშუალო მოსავლიანობაზე.
სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 2015–2022 წლებში საქართველოში ვაშლის თანამედროვე ბაღები 1700 ჰა ფართობზე გაშენდა, მათ შორის 76% შიდა ქართლის რეგიონში. ამ მიზნის სახელმწიფო პროგრამიდან 35 მლნ ლარი დაიხარჯა.
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მებაღეობის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად ბობოკაშვილის შეფასებით, ამ სეზონზე ვაშლის ბაღების მოსავლიანობა 20–25%–ით მეტი უნდა იყოს წინა სეზონთან შედარებით. თუ ახალი ბაღების გაშენების დინამიკასაც გავითვალისწინებთ, ამ სეზონზე საქართველოში შეიძლება 130 000 ტონა ვაშლის მოსავალი აიღონ, რაც ამ დარგში წარმოების ისტორიული მაქსიმუმი იქნება.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოდან ექსპორტზე 12 000 ტონა ვაშლი გავიდა. წელს საექსპორტო პროდუქციამ შეიძლება 50–60 ათას ტონას მიაღწიოს.
ქართველი ფერმერებისთვის ვითარებას ართულებს ის გარემოება, რომ რუსეთის ბაზარზე არასახარბიელო ვითარება შეიქმნა – მოსახლეობის შემოსავლების მკვეთრი ვარდნა მოთხოვნასაც შეამცირებს. თუმცა, მოსალოდნელია მოთხოვნის გაზრდა შიდა ბაზარზე, სადაც რუსეთის ბევრი მოქალაქე გამოჩნდა, რომლებიც საკუთარი ქვეყნიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით გამოწვეულ პრობლემებს გაექცნენ და პანდემიის შემდეგ ტურიზმიც მნიშვნელოვნად აღდგა.
თუმცა, მთლიანობაში, ქართველი ფერმერებისთვის ვაშლის ფასებთან დაკავშირებით პროგნოზი ნეგატიურია. მეხილეებისთვის ეს სეზონი უფრო გამოწვევა იქნება. ამასობაში, კარგი ფული შეიძლება გამოიმუშაონ ვაშლის კონცენტრატის მწარმოებლებმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss