ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კონკურენციის სააგენტომ „ევროპის უნივერსიტეტი" 15 000 ლარით დააჯარიმა
1 აგვისტო, 2022, 17:05
კონკურენციის სააგენტომ „ევროპის უნივერსიტეტი 15 000 ლარით დააჯარიმა

თბილისი (GBC) - კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „ევროპის უნივერსიტეტის" და „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის"  კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. საკითხი ეხება აპრილში, ეკონომიკური აგენტების მიერ სააგენტოსთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე განხორციელებულ კონცენტრაციას.

 

შედეგად, კონტროლის მომპოვებელი - „ევროპის უნივერსიტეტი" 15 000 ლარით დაჯარიმდა და  დაევალა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში ინფორმაციის წარმოდგენა.

 

სააგენტოს განმარტებით, „ევროპის უნივერსიტეტი" - საგანმანათლებლო, ხოლო „ჯო ენის სამედიცინო ცენტრი" - სამედიცინო სერვისების მიწოდების ბაზარზე მოქმედებს. განხორციელებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების ფარგლებში, სააგენტომ შეისწავლა კონცენტრაციის დონე დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ბაზარზე და სამედიცინო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიწოდების ბაზარზე.

 

მიღებული მონაცემების მიხედვით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ განხორციელებული კონცენტრაციის შედეგად, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი არც ერთ შესაბამის ბაზარზე არ იცვლება და კონცენტრაცია თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

 

სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა  5 მილიონ ლარს აღემატება. სააგენტოში შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულება  შემძენ ან კონტროლის უფლების მომპოვებელ პირს ეკისრება.

 

სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ აღემატება წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 5%-ს.

 

ჯარიმის დაკისრება, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს არ ათავისუფლებს შეტყობინების წარმოდგენისგან. სააგენტო განიხილავს კანონმდებლობის გვერდის ავლით განხორციელებულ კონცენტრაციას და იმ შემთხვევაში თუ ის მიიჩნევა დაუშვებლად, მიმართავს სასამართლოს კონცენტრაციის გაუქმების და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით.

 

2022 წელს, ქვეყანაში სულ 9123 კონცენტრაცია განხორციელდა. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტომ თანხმობა 3 კოცენტრაციაზე გასცა. ამ ეტაპზე,  მიმდინარე რეჟიმშია ერთი კონცენტრაციის შესწავლის პროცესი. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები