ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ნიკოლოზ გამყრელიძე ირაკლი გოგიამ ჩაანაცვლა
29 ივლისი, 2022, 19:41
ნიკოლოზ გამყრელიძე ირაკლი გოგიამ ჩაანაცვლა

თბილისი (GBC) - საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალმა“ მის ჰოლდინგურ კომპანიაში „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ (GHG), აღმასრულებელ მენეჯმენტში ცვლილებების შესახებ განაცხადა. საქართველოს ჯანდაცვისჯგუფში“ გენერალური დირექტორის პოზიციას ტოვებს ნიკოლოზ გამყრელიძე. აღნიშნულ პოზიციას ირაკლი გოგია დაიკავებს, რომელიც „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“,გენერალური დირექტორის მოადგილე გახლდათ, ფინანსური და საოპერაციო მიმართულებით.

 

აღნიშნულ ცვლილებებიდან გამომდინარე,ნიკოლოზ გამყრელიძე აღარ დაიკავებს საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალის გენერალური დირექტორის პოზიციას 2023 წლის მაისში (როგორც აქამდე იყო დაანონსებული). „საქართველოს კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭო დროულად გამოაცხადებს დამატებით განახლებას, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის შესახებ.ირაკლი გილაური, როგორც მანამდე იყო გამოცხადებული, 2023 წლის მაისამდე, რჩება კომბინირებულად სამევალყურეო საბჭოსთავმჯდომარის და გენერალური დირექტორის პოზიციაზე.

 

ნიკოლოზ გამყრელიძე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ჯგუფში შემავალი კომპანიების მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე და ბოლო ათწლეულის განმავლობაში მან პირადად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ჯანდაცვის განვითარებაში. მან შექმნა შესანიშნავი ბიზნესი, რომელსაც აქვს საუკეთესო საოპერაციო სერვისი, რომელიც არის თანამიმდევრული, მომგებიანი და ორიენტირებული ზრდაზე. ის ასევე, აქტიურად იყო ჩართული საქართველოში გლობალური პანდემიის მართვაში ბოლო 2 წლის განმავლობაშიდიდი მადლობა მინდა გადავუხაო მას, მის მიერ შეტანილი წვლილისთვის და გამორჩეული მიღწევებისთვის. აუცილებლად მინდა აღვნიშნო საუკეთესო გუნდი, რომელიც მან შექმნა და განავითარა. GHG-ის გენერალური დირექტორის პოზიციას დაიკავებს ირაკლი გოგია, რომელიც სწორედ ამ გამორჩეული გუნდის წევრია.“ განაცხადა „საქართველოს კაპიტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი გილურმა.   

 

„ჩემითვის პატივი იყო, ვყოფილიყავი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი, მთელი მისი წარმატებით, ბოლო 7 წლის განმავლობაში. მინდა წარმატება ვუსურვო ირაკლი გოგიას და მთელ გუნდს.“ განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები