ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ჰიტლერის მაჯის საათი აშშ–ში აუქციონზე გაიყიდა
29 ივლისი, 2022, 16:52
ჰიტლერის მაჯის საათი აშშ–ში აუქციონზე გაიყიდა

თბილისი (GBC) - მაჯის საათი, რომელიც სავარაუდოდ ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნოდა, აშშ–ში აუქციონზე $1,1 მილიონად გაიყიდა, წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.

მერილენდის შტატში გამართულ აუქციონზე ოქროს კორპუსიანი საათი გაიყიდა, რომელზეც გრავირებით დატანილია არწივი, სვასტიკა და გერმანელი ნაცისტების ლიდერის ინიციალები. Alexander Historical Auctions–ის ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ საათმა ყველა შემოწმება გაიარა იმის დასადასტურებლად, რომ ის ნამდვილად ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნოდა.

აუქციონის ორგანიზატორთა ინფორმაციით, აღნიშნული საათი ჰიტლერს 1933 წელს უყიდეს და ფრანგმა ჯარისკაცებმა მისსავე რეზიდენციაში 1945 წლის 4 მაისს იპოვეს – ჰიტლერის თვითმკვლელობიდან მეოთხე დღეს.

აუქციონის ორგანიზატორების თქმით, ამ პროცესს მწვავე კრიტიკა მოჰყვა ებრაული ორგანიზაციების მხრიდან. ზოგიერთი მათგანი აუქციონის გაუქმებასაც კი ითხოვდნენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები