ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ენერგეტიკის სექტორის განვითარების მემორანდუმი USAID-თან გაფორმდა
29 ივლისი, 2022, 16:28
ენერგეტიკის სექტორის განვითარების მემორანდუმი USAID-თან გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელსაც პარასკევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კლერ მესონმა მოაწერეს ხელი. 

 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 

რომეო მიქაუტაძის განცხადებით, მემორანდუმი განსაზღვრავს იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებიც პრიორიტეტული იქნება ამერიკულ მხარესთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. მისი თქმით, მეტად გამახვილდება ყურადღება ქვეყნის ენერგეტიკული ბაზრის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და ადგილობრივი ენერგორესურსების ათვისების კუთხით. გარდა ამისა, გადაიდგმება უფრო ქმედითი ნაბიჯები უცხოურ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებისა და ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად. 

 

უწყების ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნად ისახავს მდგრად თანამშრომლობას საქართველოს ენერგეტიკული სექტორის გაძლიერების მიზნით. მემორანდუმი მოიცავს ოთხ სტრატეგიულ მიზანს. ესენია: საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავებაში; ინვესტიციების ხელშეწყობა  განახლებადი ენერგიების ათვისების მიმართულებით; საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების ზრდა ენერგეტიკული ბაზრის მდგრადი მართვისთვის და ენერგეტიკის სექტორის მდგრადობის გაზრდა კიბერუსაფრთხოების გაძლიერების გზით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები