ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას ანაკლიის პორტის საკითხზე აკრიტიკებს
29 ივლისი, 2022, 12:26
სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას ანაკლიის პორტის საკითხზე აკრიტიკებს

თბილისი (GBC) - აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის საინვესტიციო კლიმატის შეფასებით ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია, ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.

 

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ტრანზიტი და ლოგისტიკა პრიორიტეტული სექტორებია, რადგან საქართველო ცდილობს ისარგებლოს აღმოსავლეთ/დასავლეთით გაზრდილი ვაჭრობით ქვეყნის ტერიტორიის გავლით.

 

„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ გაზარდა საქართველოს სატრანზიტო პერსპექტივები და მთავრობა ეძებდა გზებს ვაჭრობის გასაძლიერებლად. 2016 წელს მთავრობამ ანაკლიაში ახალი პორტის აშენების ხელშეკრულება საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს, მათ შორის ამერიკულ კომპანიას გადასცა, თუმცა 2020 წელს მთავრობამ ჯგუფთან კონტრაქტი შეწყვიტა, რის შედეგადაც ინვესტორთან სამართლებრივი დავა წარმოიშვა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.

 

ცალკე, ლოჯისტიკისა და პორტების მართვის კომპანიებმა ფოთსა და ბათუმში დაიწყეს ბათუმისა და ფოთის პორტების განვითარება და გაფართოება. 2020 წელს საქართველოს უდიდესი პორტის, შავი ზღვის ფოთის პორტის მფლობელმა ღრმაწყლოვანი პორტის შექმნის გეგმები გამოაცხადა. 2021 წელს ლოჯისტიკურმა კომპანიებმა დაასრულეს ორი ახალი ტერმინალის პროექტი ბათუმისა და ფოთის პორტებში“, - ნათქვამია სახელმწიფო დეფარტამენტის ანგარიშში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები