| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში 2022 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 086 სამშენებლო ნებართვა (+15.6% Y.Y) 3.2 მლნ კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9 პროცენტით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
საქსტატის მონაცემებით, ნებართვების 77.3% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 52.1% მოდის ქ. თბილისზე, 10.7% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 7.9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 6.6% - იმერეთის რეგიონზე.
იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. 2022 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1.2 მლნ კვ.მ ფართობის (+52.3% Y.Y) 1 168 ობიექტი (+3.5% ).
დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 39.4% მოდის თბილისზე, 12.7% - კახეთის რეგიონზე, 10.1% - მცხეთამთიანეთის რეგიონზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss