ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-ი აგრომეურნეობას აფინანსებს
28 ივლისი, 2022, 18:50
BOGG-ი აგრომეურნეობას აფინანსებს

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი  აცხადებს, რომ ბიზნესის დაფინანსებას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით სამტრედიაში, სოფელ ახალსოფელში (სამტრედიის რ-ნი) საოჯახო აგრომეურნეობა ფართოვდება. ფერმა 30ჰა-მდე გაშენებულ ბაღჩეულ და მარცვლეულ კულტურებსა და 100 სულამდე მსხვილფეხა საქონელს აერთიანებს.

 

„ჩვენი საქმიანობა ამჟამად 5 ჰა-მდე ბაღჩეულ კულტურებს (საზამთრო, ნესვი, ბულგარული, ბროკოლი, სოიო), 25 ჰა-მდე მარცვლეულ კულტურებს (ჰიბრიდი და ქართული სიმინდი) და 0.6ჰა-ზე გაშენებულ მებოსტნეობას მოიცავს. პროდუქციის რეალიზაციას ქუთაისის მასშტაბით ვახორციელებთ. საქართველოს ბანკთან 2015 წლიდან ვთანამშრომლობთ. ბანკის მხარდაჭერით შევძელით გაგვეფართოვებინა ფერმა და გაგვეზარდა წარმოება. სამომავლოდ, გვსურს კიდევ უფრო დიდი მოცულობის ნატურალური, ქართული პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს“, - აცხადებს აგრომეურნეობის ხელმძღვანელი, ნანა ნიკურაძე.

 

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთი ბიზნესი გავაძლიეროთ. საქართველოს ბანკი მცირე მეწარმესთან 2015 წლიდან პარტნიორობს და ამ ხნის მანძილზე ერთად რამდენიმე აგრომიმართულების განვითარება შევძელით. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეგიონში ისეთ ბინზეს, რომელიც არ ჩერდება და სამომავლო განვითარებაზე ფიქრობს. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ აგროპროექტების განხორციელებას, განსაკუთრებით კი რეგიონებში“,- განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები