ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ComCom-მა „მაგთიკომს“ „მაგთიფიქსის“ ლიცენზიის გაუქმება დაუკმაყოფილა
28 ივლისი, 2022, 16:09
ComCom-მა „მაგთიკომს“ „მაგთიფიქსის“ ლიცენზიის გაუქმება დაუკმაყოფილა

თბილისი (GBC) – კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს" საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე „მაგთიფიქსის" ლიცენზია გაუუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

 

კომისიის ცნობით, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, დღეის მდგომარეობით  „მაგთიფიქსს" არცერთი აქტიური აბონენტი აღარ ჰყავს. „მაგთიკომს", 2021 წლის მარტის მდგომარეობით, CDMA ტექნოლოგიაზე 8969 აქტიური აბონენტი უფიქსირდებოდა. კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად 8534 აბონენტს კვლავ ჰქონდა "მაგთიკომთან" ხელშეკრულება, მაგრამ აღარ იყენებდა „მაგთიფიქსის" მომსახურებას, ხოლო ის 432 აბონენტი, რომელიც ისევ სარგებლობდა "მაგთიფიქსით", ალტერნატიულ მობილურ მომსახურებაზე  გადაიყვანეს.

 

კომისიაში გვახსენებენ, რომ ანალოგიური მოთხოვნით კომპანია „მაგთიკომმა" კომუნიკაციების კომისიას 2021 წლის აპრილშიც მიმართა. კომისიამ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, „მაგთიკომს" „მაგთიფიქსის" ლიცენზიის გაუქმების შესახებ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა, რადგან 10 ათასამდე აბონენტი კვლავ იყო, რომელიც აღნიშნულ სერვისს იყენებდა. კომისიის მაშინდელი გადაწყვეტილებით, „მაგთიკომი" აღნიშნული მომსახურების შეწყვეტას ორ შემთხვევაში შეძლებდა: პირველი, თუ „მაგთიფიქსის" ყველა აბონენტი ალტერნატიული მობილური საშუალებით იქნებოდა უზრუნველყოფილი, ან მეორე, თუ ქსელის სრულად გათიშვის შემთხვევაში მისი აღმოფხვრა შეუძლებელი იქნებოდა კომპანიის ხელთ არსებული ტექნიკური შესაძლებლობებით.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 11 მარტს, კომისიამ კომპანია „მაგთიკომს" ლიცენზიის საფასური 16 მილიონიდან 161 ათას ლარამდე, 100-ჯერ შეუმცირა. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიამ კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულება შეასრულა და „მაგთიფიქსის" აქტიურ აბონენტებს ალტერნატიული საშუალება შესთავაზა, კომისიამ „მაგთიკომის" მოთხოვნა დააკმაყოფილა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები