ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ–მა 2021 წელს საფინანსო ინსტიტუტები 1,7 მლნ ლარით დააჯარიმა
28 ივლისი, 2022, 15:31
სებ–მა 2021 წელს საფინანსო ინსტიტუტები 1,7 მლნ ლარით დააჯარიმა

თბილისი (GBC) – ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ 2021 წელს საფინანსო ინსტიტუტებისთვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობამ ჯამურად 1,709,900 ლარი შეადგინა. ამის შესახებ სებ–ის 2021 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც რეგულატორის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

 

წლიური ანგარიშის თანახმად, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, 2021 წლის განმავლობაში, საფინანსო სექტორის 39 წარმომადგენელი შემოწმდა. მნიშვნელოვანია აქვე აღინიშნოს, რომ შემოწმებებისას გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტმა, 2021 წელს, ზედამხედველობას დაქვემდებარებული 41 სუბიექტის მიმართ დისტანციური ტიპის ე.წ followup შემოწმება განახორციელა.



ადგილზე ინსპექტირების შედეგად დაკისრებული ფულადი ჯარიმების გარდა, 2021 წლის განმავლობაში, საფინანსო სექტორის წარმომადგენლების მიმართ აქტიურად გამოიყენებოდა სხვადასხვა მაკორექტირებელი ღონისძიებები.

იდენტიფიცირებული სისუსტეების დაუყოვნებლივი აღმოფხვრისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების შესაბამისობის დონის ამაღლების მიზნით, ადგილზე ინსპექტირების შედეგების გათვალისწინებით, 2021 წელს, არაერთი რეკომენდაცია გაიცა.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები