| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) –
TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) განცხადებით,
კომპანიამ განაცხადი უკვე შეიტანა გაერთიანებული სამეფოს ლისტინგის ორგანოსა და ლონდონის
საფონდო ბირჟაზე TBC PLC-ის 323,524 ახალი ჩვეულებრივი აქციის შესახებ („სკრიპ დივიდენდის
აქციები“) Financial Conduct Authority-ს ოფიციალური სიის პრემიუმ სეგმენტში დასაშვებად
და ლონდონის საფონდო ბირჟის ძირითად ბაზარზე სავაჭროდ.
სკრიპ დივიდენდის აქციები
გაიცემა სკრიპ დივიდენდის პროგრამის პირობების შესაბამისად, 2022 წლის 16 ივნისს გამოცხადებულ
საბოლოო დივიდენდთან დაკავშირებით და ყველა ასპექტით TBC PLC-ის არსებული ჩვეულებრივი აქციების სწორი რანჟირება
ექნება.
დაშვების შემდეგ,
TBC PLC-ის 55,479,420 ჩვეულებრივი აქცია ექნება, რომელთაგან არცერთი ხაზინაში არაა
განთავსებული.
ცნობისთვის, TBC
PLC-ის Scrip-ის საორიენტაციო აქციის ფასი, რომელიც გამოყენებული იქნება მათთვის, ვინც
აირჩია მონაწილეობა მიიღოს TBC PLC-ის სკრიპ დივიდენდის სქემაში ("Scrip
Dividend Scheme") £13.26 იქნება ("Scrip
Reference Share Price").
Scrip-ის საორიენტაციო
აქციის ფასი კომპანიის ჩვეულებრივი აქციების დახურვის საშუალო ბაზრის კოტირებას ეფუძნება,
რომელიც 5 დღის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟის ყოველდღიური ოფიციალური სიიდან
გამოითვლება და რომელიც იწყება ექსდივიდენდის თარიღიდან, 2022 წლის 16 ივნისიდან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss