ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
„გირჩი“ სებ–ის პრეზიდენტის წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
28 ივლისი, 2022, 14:15
„გირჩი“ სებ–ის პრეზიდენტის წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

თბილისი (GBC) – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი" ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ფასების სტაბილურობის დარღვევის მიზანმიმართული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის მთავარი გამოძიების საგანი იქნება ეროვნული ბანკის და კომერციული ბანკების შეთანხმებული მოქმედება. 2020-2021 წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა ფულის მიწოდება, რაც 2021 წლის მეორე ნახევარში ორნიშნა ინფლაციაში გამოიხატა. გაზრდილი ფულის მიწოდების პირობებში, კომერციულმა ბანკებმა რეკორდული მოგება მიიღეს. იმის გათვალისწინებით, რომ კომერციული ბანკების და მათთან აფილირებული ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი ეს პერიოდი ეროვნული ბანკის პოლიტიკას იცავდნენ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეროვნულ ბანკზე კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა უგულებელყოფილი იყო საბანკო სისტემის სუბსიდირებისთვის", - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა. მისი განმარტებით, სახეზეა კონსტიტუციის 68-ე მუხლის დარღვევა, რაც პარლამენტს უჩენს ვალდებულებას, აღნიშნული გადაწყვეტილებების გარემოებები გამოიძიოს.

 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი" გეგმავს დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, 3 თვის განმავლობაში საკითხის შესწავლის მიზნით საჯაროდ გამოჰკითხოს საქმესთან დაკავშირებული პირები.  ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, საქმის შესწავლის შემდეგ  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი" შეიმუშავებს რეკომენდაციებს, გამოაქვეყნებს შესაბამის დასკვნას და საჭიროების შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

 

ალექსანდრე რაქვიაშვილმა კოლეგებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 

„იმ ვითარებაში, როცა ცოტანი ვართ ოპოზიციაში, ასეთი საგამოძიებო კომისიის შექმნა რთულია. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციებისა, მოვუწოდებთ ყველა პარტიას, პოლიტიკოსს, დამოუკიდებელ დეპუტატს, რომ მხარი დამიჭირონ, რათა უკვე სექტემბერში გვქონდეს შანსი შევქმნათ ეს საგამოძიებო კომისია", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს 2021 წლის ანგარიში ოთხშაბათს, 27 ივლისს წარუდგინა. საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ბანკის პრეზიდენტს 12 კითხვა დაუსვა, რომლებიც აქცენტი უმეტესად ინფლაციაზე მახვილდებოდა.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები