| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Covered Bond-ის შემოსვლით კაპიტალის ბაზარზე დიდ ცვლილებებს არ ელიან პოტენციური ემიტენტები (მსხვილი ბანკების ტოპ მენეჯერები), რადგან ინვესტორი და ემიტენტი მხარეები არ იცვლება. კვლავ ბანკი, სახელმწიფო და საპენსიო ფონდი გვევლინება.
თუ, ახლა, საპენსიო დანაზოგები ბანკების დეპოზიტებშია, გადაინაცვლებს ბანკების ბონდებში. ბანკები სესხებს სებ-ისგან პორტფელის უზრუნველყოფით თუ იღებენ, მომავალში ბონდებს დააგირავებენ. როგორც ბანკირები ამბობენ სებ-ი ამით თავის რისკს იმცირებს .უფრო მაღალი ხარისხის გირაოს იღებს.
საინვესტიციო ბანკირებს არ აქვთ იმედი, რომ Covered Bond-ით ლარის ახალ მსესხებელს მოიძიებენ. სებ-ის ბანკირები მოლოდინიც ანალოგიურია: მეტ-ნაკლები აქტივობა მოსალოდნელია სპეციფიური ინვესტორისგან, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე პოზიციონირებითაა დაინტერესებული. ასევე ფასიან ქაღალდს განიხილავენ ფონდები, დივერსიფიციერებისთვის, ერთ-ერთ ინსტრუმენტად. მათ შორისაა საპენსიო ფონდი, მილიარდიანი დაბანდების მზაობით.
საფინანსო სექტორი კაპიტალის ბაზრის
განვითარებისთვის ახალი ინსტრუმენტის
შემოტანას მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს და უძრავი ქონებით გამყარებული ფასიანი
ქაღალდებსთვის სავაჭრო მოედანს რახანია
ელის.
„იპოთეკით დაცული ობლიგაციების
შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ოთხშაბათის
სხდომაზე, ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო
რეფორმების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გურგენიძემ წარადგინა.
ის ყველაზე გრძელვადიანი და
ურისკო ფასიანი ქაღალდია, დაცვის
ორმაგი მაქნიზმით კომერციული ბანკის პასუხისმგებლობით და უძრავი ქონებით, რომელიც ანაზღაურების გარანტია, რომც გაკოტრდეს ემიტენტი ბანკი.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე, სებ-ის
ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა დააზუსტა,
რომ ბონდების მოცულობა აქტივებთან მიმართებაში 4-5%-ით
შემოისაზღვრება (საერთაშორისო პრაქტიკაა 2-10%-ის ფარგებლში) სხვა დეპოზიტარების
დაცულობა რომ იყოს გარანტირებული, რაც
ბანკის და მარეგულირებლისთვის თანაბრად პრიორიტეტულია.
საბანკო ასოციაციას გარანტია აქვს
მიღებული, რომ გამოშვებულ ობლიგაციებზე სებ-ის
ბრზხანებით ზღვრები არ დადგინდება, რაზეც კომიტეტზე გიორგი ბაგრატიონმა განაცხადა.
ამ
დროისთვის კაპიტალის ბაზარი აქციებით, საერთაშორისო ორგანიზაციების და
კომპანიების ბონდებით, სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციებით არის წარმოდგენილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss