| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - რეფინანსირების სესხები
შემცირდა. ნაშთი 2,7 მლრდ ლარს შეადგენს. სებ-ის ინფორმაციით, 21
ივლისს აღებულ კრედიტს ბანკები 28 ივლისს დააბრუნებენ. გასულ წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით, ნაშთი 1,4-ჯერ გაზრდილია.
ზრდა აპრილიდან აღინიშნება, მას
შემდეგ, რაც სვოპ ინსტრუმენტი გაუქმდა, რომლითაც სებ-ი 2020-ის
აპრილიდან ბაზარს, ვალუტის სანაცვლოდ, ლარის ლიკვიდობას აწვდიდა (მაქსიმალური
ლიმიტი: $400 მლნ;
ვადა - 1 თვე,
1 წლით 12 ჯერ განახლების უფლებით).
რეფინანსირების სესხებით „ბანკების
გაზარმაცებისთვის“ სებ-ის პრეზიდენტს ექსპრეზიდენტმა რომან გოცირიძემ
უსაყვედურა. ბანკებს დეპოზიტარებისგან ფულის მოზიდვა აღარ უღირთ. დეპუტატმა
ვალუტაში უკიდირესად დაბალ საანაბრე განაკვეთზე მიანიშნა, 1%-ზე ნეკლები
სარგებლით, საქართველო ევროპას უთანაბრდება, თუმცა ევროპისგან განსხვავებით, ამას რა სიკეთეც უნდა მოყვეს, არ
მოყვება. პროცენტი სასესხო განაკვეთებს არ გადაეცემა, მარჟა ძალიან მაღალია.
გოცირიძის თქმით, შრომით ნაშოვნი ფული ბანკებს აღარ უნდათ, რადგან რეფინანსირების სესხებით სებ-ი მათ სრულად აკმაყოფილებს. „დაუმატეთ ამას საპენსიო ფონდის ფული, 2 მლრდ -ზე მეტი სებ-ის ნაშთები,.. ამოდენა მილარდები მიდის ლარიდან, ლარის სესხები იზრდება და ამაყობთ ლარიზაციით“, - გოცირიძეს მიაჩნია, რომ საამაყო სულაც არ არის, რადგან გამოდის, რომ ლარიზაციის დიდი და მთავარი წყარო სახელმწიფო ფულია.
რეფინანსირების სესხებიდან, სებ-მა 2021 წელს 172 მლნ ლარამდე საპროცენტო შემოსავალი მიიღო. წლის მოგება 416 მლნ ლარია, საიდანაც 60 მლნ სებ-ის სარეზერვო ფონდში მიემართა. რაცზღვრული განაკვეთით, სარეზერვო ფულის 5%-ით განისაზღვრება. 2022 წელს ბიუჯეტში სებ-ი 250 მლნ -ის შეტანას გეგმავს, რაზეც სებ-ის ვიცე-პრეზოდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა კომიტეტზე განაცხადა, სადაც სებ-ის პრეზიდენტმა 2021-ის წლიური ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის თანახმად 2021-ში ფულის
გათეთრების მუხლით, 37 სუბიექტის დაჯარიმებიდან 1.7 მლნ შევიდა. სულ 60
სუბიექტი დაჯარიმდა. ფიშინგიდან ზარალი იყო 2 მლნ ლარამდე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss