ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
Bogpay.ge - გადახდების ციფრული ციფრული პლატფორმა საქართველოს ბანკისგან
25 ივლისი, 2022, 17:07
Bogpay.ge - გადახდების ციფრული ციფრული პლატფორმა საქართველოს ბანკისგან

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისების და პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკმა მომხმარებელს მორიგი სიახლე შესთავაზა.

 

bogpay.ge - ეს არის საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი სახლიდან გაუსვლელად, უსაფრთხოდ შეძლებს ისეთი ტრანზაქციების განხორციელებას, როგორიცაა: მობილურის ბალანსის შევსება; დაზღვევის, ინტერნეტის, ტელევიზიის, ამანათებისა და კომუნალურების გადახდა და სხვა.

 

ციფრული პლატფორმის ერთ-ერთი უპირატესობა მისი სიმარტივე, მოქნილობა, სანდოობა და უსაფრთხოებაა. bogpay.ge-ზე ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი. ერთი თითის დაჭერა და გადახდა შესრულებულია. ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია 300-მდე სერვისი სხვადასხვა კატეგორიიდან. პირველად, ონლაინ, თანხის შეტანა საქართველოს ბანკის ანგარიშზე, ნებისმიერი ბანკის ბარათით არის შესაძლებელი. თანხა კი მომენტალურად აისახება 24/7-ზე.

 

„მოხარული ვართ, მომხმარებელს განახლებული, კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გადახდების ციფრული პლატფორმა შევთავაზოთ. Bogpay.ge-ზე გადახდები ხელმისაწვდომია მომხმარებლისათვის 24/7-ზე და გადახდა შესაძლებელია საქართველოში ლიცენზირებული ნებისმიერი ბანკის ბარათით. სხვა გადახდის მეთოდებისგან განსხვავებით, bogpay.ge-ზე საკმარისია მომხმარებელმა აირჩიოს სასურველი ტრანზაქცია და ყოველგვარი დამატებითი პროცედურის გარეშე, უსაფრთხოდ, მარტივად და სწრაფად განახორციელებს გადახდას. სამომავლოდ ვგეგმავთ პლატფორმას ისეთი სერვისებიც დავამატოთ, როგორიცაა სესხის დაფარვა. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე  სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდის საშუალებით, მოგვიანებით კი დაემატება აპლიკაცია iOS და Android სისტემებზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები