ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ივნისში დეპოზიტების მოცულობა 3%–ით გაიზარდა
25 ივლისი, 2022, 14:51
ივნისში დეპოზიტების მოცულობა 3%–ით გაიზარდა

თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი ივლისისათვის 38.27 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.11 მლრდ ლარით, ანუ 3%-ით მეტია პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.75%-ით მეტი).


ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 221.02 მლნ ლარით, ანუ 1.42%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.02%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 892.28 მლნ ლარით, ანუ 4.13%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 5.00%-ით).

 

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა პირველი ივლისისათვის 42.07% შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.21 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.09 პროცენტული პუნქტით).


ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.63% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.45%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.04%.


უცხოური ვალუტით  განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.47%, ხოლო ევროს წილმა 15.09% შეადგინა.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები