| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აშშ
და იაპონია მოწინავე ნახევარგამტარი მიკროსქემების მიწოდებაზე თანამშრომლობის გაღრმავებაზე
შეთანხმდებიან. ეს საკითხი ორი ქვეყნის მინისტრების შეხვედრაზე განიხილება, რომელიც
პარასკევსაა ჩანიშნული ვაშინგტონში.
იაპონიის საგარეო საქმეთა
მინისტრი იოსიმასა ხაიასი და ეკონომიკის მინისტრი კოიტი ხაგიუდა ვაშინგტონში თავის
კოლეგებთან 2+2 ფორმატში შეხვედრისთვის მიემგზავრებიან. როგორც მოსალოდნელია, მხარეები
ძირითადად მიწოდების ჯაჭვების გაფართოებასა და ამავდროულად არასასურველ ორგანიზაციებსა
და ქვეყნებში ტექნოლოგიების გადინების პრევენციაზე იმსჯელებენ, წერს იაპონური გაზეთი
Yomiuri შეხვედრის დღის წესრიგზე დაყრდნობით.
მხარეები ასევე ენერგომატარებლებზე,
მასალებსა და სურსათზე ფასების ზრდაზე ისაუბრებენ, რაც უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული
შეჭრით არის გამოწვეული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss