ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ვითიბი ბანკის შეძენაზე სებ–ში განცხადება არ შესულა
25 ივლისი, 2022, 13:27
ვითიბი ბანკის შეძენაზე სებ–ში განცხადება არ შესულა

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) განცხადების თანახმად, „ვითიბი ბანკის“ ყიდვასთან დაკავშირებით რეგულატორში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შესულა, თუმცა, ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.

 

„ჩვენთვის ცნობილია, რომ „ვითიბი ბანკის“ ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს. თუმცა, ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა, შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. გამომდინარე იქიდან, რომ „ვითიბი ბანკი“ არის სანქცირებული აშშ ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, მის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ ხაზინის დეპარტამენტთან. ეროვნული ბანკი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

 

გავრცელებული ინფორმაციით, როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსი წერს, VTB BANK Georgia-ს შეძენით რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით ხიდაშელია დაინტერესებული.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები