ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ
25 ივლისი, 2022, 12:12
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ

თბილისი (GBC) – ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე გასულ კვირაში არაერთგვაროვან დინამიკას უჩვენებდნენ. წინა კვირასთან და წინა თვესთან შედარებით ზრდა მხოლოდ Georgia Capital-მა აჩვენა, საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციები წინა კვირასთან არ შეცვლილა, თუმცა წინა თვესთან მინუსშია გასული. თიბისი ბანკის ჯგუფი წინა კვირასთან დაახლოებით იმდენივეს იგებს, რაც წინა თვესთან დაკარგა.

 

გალთ & თაგარტის მონაცემებით, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 14.38 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -3.88% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 336 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 13.90 - 14.48 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.

 

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 12.48 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), +5.58% წინა კვირასთან შედარებით და -5.02% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 256 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.32 - 12.48 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის

განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 33 ათასი აქცია შეადგინა.

 

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.30 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), +3.45% წინა კვირასთან შედარებით და +12.30% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 104 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 5.96 - 6.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 35 ათასი აქცია შეადგინა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები