ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის განახლებისთვის ემზადება – რუსები უკრაინის ხორბლის ქურდობას განაგრძობენ
გიგა თვაური
25 ივლისი, 2022, 11:17
უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის განახლებისთვის ემზადება – რუსები უკრაინის ხორბლის ქურდობას განაგრძობენ

თბილისი (GBC) - უკრაინაში 2022 წელს 16.5 მლნ ტ ხორბლის მოსავალს ელოდებიან. ეს რიცხვი ორჯერ ჩამორჩება ომამდელ მაჩვენებელს. ამის შესახებ Agroportal იტყობინება. გამოცემის ცნობით, მოსავლის შემცირება გამოწვეულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპაციით, რომლებიც ხორბლის, ქერის და მზესუმზირას ძირითადი მწარმოებლები იყვნენ.

RBC-Ukraine მარიუპოლის მერის მრჩეველზე, პეტრ ანდრიუშჩენკოზე დაყრდნობით იტყობინება რომ, რუსები უკრაინიდან მარცვლეულს დიდი რაოდენობით იპარავენ. ოკუპანტებს მარიუპოლის გავლით ხორბალი რუსეთში გემებით გადააქვთ.

თურქული სააგენტო ანადოლუს ცნობით, უკრაინის ნავსადგურების ადმინისტრაციამ ოდესის, ჩორნომორსკისა და  იუჟნის პორტების მზადება დაიწყო, რათა განაახლონ გემების მიღება 22 ივლისს სტამბოლში მიღებული საექსპორტო შეთანხმების შესაბამისად.

შეგახსენებთ, პარასკევს, 22 ივლისს სტამბოლში ხელი მოეწერა დოკუმენტს „უკრაინის პორტებიდან მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების უსაფრთხო ტრანსპორტირების ინიციატივების შესახებ“.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები