ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
TBC-ის დაფინანსებით Entrée-მ ლონდონში მე-3 ობიექტი გახსნა
22 ივლისი, 2022, 12:04
TBC-ის დაფინანსებით Entrée-მ ლონდონში მე-3 ობიექტი გახსნა

თბილისი (GBC) თიბისის მხარდაჭერით, ლონდონში, საცხობების ქსელი Entrée ფართოვდება. ახლა უკვე ბაკინგემის სასახლესთან (28 Buckingham Palace Road), ქსელის მე-3 ობიექტი გაიხსნა.

Entrée-ს ახალი ობიექტის გასახსნელად კომპანიამ 350 000 ფუნტის ინვესტიცია განახორციელა და 8 სამუშაო ადგილი შექმნა.

ახალი ფილიალის შემთხვევაშიც, Entrée სტუმრებს ქართულ ტრადიციულ კერძებთან ერთად, ფრანგულ პურ-ფუნთუშეულს სთავაზობს. ქართული და დასავლური სამზარეულოს უნიკალური ნაზავი ბრიტანელი მომხმარებელისთვის საინტერესო და მიმზიდველი გამოდგა.

ლონდონში დასაქმებულების გადამზადების კურსებს Entrée-ს საქართველოში მოქმედი ფილიალების გამოცდილი თანამშრომლები უძღვებიან.

საცხობის პირველი ობიექტი - Tbilisi Bakery, ნოთინგ ჰილ გეითის - #138-ში, მეორე ობიექტი კი მეიფაიარზე, ბარკლის სკვერთან მდებარეობს. „ანტრე ლონდონი“ ქსელის საეთაშორისო გაფართოების ნაწილია, რომელიც თბილისისა და ბაქოს შემდეგ, მესამე ქალაქში გრძელდება. შედეგად, დღეს Entrée-ს ქსელი ლონდონში - 3 ფილიალს, აზერბაიჯანში - 6 ობიექტს, საქართველოში კი 14 ფილიალს აერთიანებს.

 თიბისისთვის პრიორიტეტულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალი ხარისხის ეროვნულ წარმოებას ავითარებს. ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმ ბრენდის რეალიზებაში წვლილის შეტანა, რომელიც საერთაშორისო მომხმარებელს ქართულ პროდუქტსა და ღირებულებებს აცნობს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები