ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თბილისის მერიის 73 მილიონიან ტენდერს „ეკოლუქსი“ უკონკურენტოდ იგებს
22 ივლისი, 2022, 15:12
თბილისის მერიის 73 მილიონიან ტენდერს „ეკოლუქსი“ უკონკურენტოდ იგებს

თბილისი (GBC) - თბილისის მერიამ, შესყიდვის ელექტრონული პროცედურით, საბავშვო ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგებაზე ტენდერი გამოახადა. 73 მლნ ლარის ღირებულების ტენდერში შპს ,,ეკოლუქსი’’ უკონკურენტოა.

 

ტენდერის პირობების მიხედვით, 2022 წლის 12 სექტემბრიდან 2023 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, კანდიდატი ვალდებულია საბავშვო ბაღები მოამარაგოს სურსათით.

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სურსათი 56 დასახელებისაა და მიწოდება ამ პროდუქტების უნდა განხორციელდეს შემსყიდველების დავალებების შესაბამისად.

 

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო წესით, ეროვნულ ვალუტაში, ყოველთვიურად, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

,,ტენდერების მონიტორის’’ მიხედვით, კომპანია ,,ეკოლუქსს’’ მონაწილეობა მიღებული აქვს 204 ტენდერში, აქედან 65 მათგანში გაიმარჯვა. მოგებული ტენდერების ჯამური ღირებულება კი 3.7 მლნ ლარია.

 

კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა კი ასეთია:

დავით იაღანაშვილი 50%,

ვეფხვია ჯაჭვაძე 50%.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები