ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Philip Morris რუსეთის ბაზრიდან წლის ბოლომდე გავა
22 ივლისი, 2022, 11:34
Philip Morris რუსეთის ბაზრიდან წლის ბოლომდე გავა

თბილისი (GBC) – თამბაქოს ნაწარმის კომპანია Philip Morris International რუსეთის ბაზრის დატოვებას 2022 წლის ბოლომდე გეგმავს, განაცხადა მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა იაცეკ ოლჩაკმა. მისი თქმით, „ეს საკმაოდ რთული პროცესია“.

Bloomberg-თან ინტერვიუში ოლჩაკმა განმარტა, რომ კომპანიისთვის რუსეთის ბაზარი საშუალო სიდიდისაა. რუსეთის ბაზარზე კომპანიის პროდუქციას 27% უჭირავს.

„ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ იმაზე, რომ შევწყვიტოთ ჩვენი ყოფნა რუსულ ბაზარზე. ვფიქრობ, ეს მომდევნო კვარტალში მოხდება. ჩემი აზრით, რუსეთის ბაზრიდან გასვლას წლის ბოლოსთვის შევძლებთ“, – თქვა მან.

2021 წელს Philip Morris–ის მთლიანი წარმოების 10% მოდიოდა რუსეთის ბაზარზე. 24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, კომპანიამ შეამცირა რუსულ ბაზარზე მიწოდებები და შეწყვიტა ქვეყანაში ინვესტირება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები