ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ECB-მ 11 წლის განმავლობაში პირველად, საპროცენტო განაკვეთები გაზარდა
22 ივლისი, 2022, 00:52
ECB-მ 11 წლის განმავლობაში პირველად, საპროცენტო განაკვეთები გაზარდა

თბილისი (GBC) - ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) 2011 წლის შემდეგ პირველად საპროცენტო განაკვეთები ევროზონის ინფლაციის დასაძლევად გაზარდა, რომელიც გასულ თვეში 8,6%-მდე გაიზარდა.

მოულოდნელად, ECB-მ საბაზისო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა, მაშინ, როდესაც ეკონომისტები უფრო მცირე 0.25 პუნქტით ზრდას ელოდნენ.

ECB-მ განაცხადა, რომ ზრდა აუცილებელი იყო საკვებისა და საწვავის ხარჯების ზრდის გათვალისწინებით, რისი მომდევნო რამდენიმე თვეში შემსუბუქების ნიშნებიც  არ არსებობს. 

„ველით, რომ ინფლაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში არასასურველად მაღალი დარჩება, ენერგიისა და სურსათის ფასების მუდმივი წნეხისა და ფასების ჯაჭვში მილსადენების წნეხის გამო, “ - აცხადებს ECB-ის პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი. 

მისი თქმით, ევროს გაუფასურებამ დოლართან მიმართებაში იმპორტის ხარჯები გაზარდა, რაც ინფლაციურ წნეხს კიდევ უფრო ზრდის. 

”ახალი შეფერხებების არარსებობის შემთხვევაში, ენერგიის ხარჯები უნდა დასტაბილურდეს და მიწოდების შეფერხებები უნდა შემსუბუქდეს, რაც, პოლიტიკის მიმდინარე ნორმალიზებასთან ერთად, ხელს შეუწყობს ინფლაციის დაბრუნებას ჩვენს სამიზნე მაჩვენებლამდე,” - აცხადებს ის.

ECB-მ სამი ძირითადი საპროცენტო განაკვეთი გაზარდა 0.50%, 0.75% და 0% -ზე შესაბამისად, რითაც მან უარყოფითი განაკვეთების ეპოქა დაასრულა.

მომდევნო კვირას კი ამერიკაში პოლიტიკის განმახორციელებლები იმსჯელებენ და მოლოდინია, რომ FED-ი პოლიტიკის განაკვეთს 0.75% პუნქტით გაზრდის. 

ბაზარი აგვისტოში პოლიტიკის განაკვეთის ზრდას ინგლისის ბანკისგანაც ელის. 

საქართველოს ეროვნული ბანკი კი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე 3 აგვისტოს იმსჯელებს, რომელიც ახლა 11%-ს შეადგენს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები