ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ალდაგი ქართულ სტარტაპებთან თანამშრომლობას იწყებს
21 ივლისი, 2022, 15:38
ალდაგი ქართულ სტარტაპებთან თანამშრომლობას იწყებს

თბილისი (GBC) - სადაზღვევო კომპანია ალდაგსა და ქართულ სტარტაპებს შორის კოლაბორაცია იწყება.

ალდაგის ინიციატივით, შეიქმნა პროექტი At home, რომელიც საშუალებას მისცემს ქართულ სტარტაპებს, უფრო მეტ ადამიანს გააცნონ საკუთარი პროდუქცია და გაზარდონ საკუთარი ბიზნესი. პროექტის ფარგლებში შეიქმნა პორტალი https://athome.aldagi.ge/ სადაც თავმოყრილია ის სტარტაპები/სახელოსნოები რომლებიც დიზაინ ნივთებზე მუშაობენ და ინტერიერისთვის გამორჩეულ პროდუქციას ქმნიან.  ამ ნივთებზე ალდაგის მომხმარებლებს, კერძოდ მათ, ვისაც სახლი ალდაგში აქვთ დაზღვეული, სპეციალური ფასი ექნებათ.

პორტალის შექმნის მიზანია, ერთი მხრივ, ქართული საწარმოების/ სტარტაპების წახალისება, მეორე მხრივ, ალდაგის მომხმარებლისთვის ხელშესახები სარგებლის შეთავაზება. პროექტის ფარგლებში, ალდაგი 60-მდე ქართულ სტარტაპთან თანაშრომლობს. მათ შორისაა, The Why Not Gallery Gift Shop, White studio, Ceramic Studio 1300, Interiorisimo, Dodo Designs, Poster-o, ანემონე და ა.შ.

პორტალზე თავმოყრილი სტარტაპების პროდუქცია მრავალფეროვანია და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეარჩიოს სახლის აქსესუარი ნებისმიერი საჭიროების შესაბამისად: ავეჯი, ტექსტილი, ჭურჭელი, კერამიკა, ხელნაკეთი აქსესუარები, დეკორატიული ნივთები, ფარდაგები, მცენარეები,  ყველაფერი, რაც ინტერიერის დიზაინისთვის არის საჭირო. პორტალზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია თითოეულ სტარტაპსა და მის პროდუქციაზე, ასევე ფასდაკლებაზე, რომელსაც ყველა მომხმარებელი მიიღებს, ვისაც სახლი ალდაგში ექნება დაზღვეული.

„გვჯერა, რომ სახლი უნდა იყოს უსაფრთხო, რისთვისაც დაზღვევა აუცილებელია და  ლამაზი, რისთვისაც ჩვენს პლატფორმას გთავაზობთ. athome.aldagi.ge სახლზე შეყვარებული ადამიანებისთვის შექმნილი პროექტია. განსაკუთრებული სიფრთხილით ვეძებეთ ქართული სტარტაპები, რომლებიც ინტერიერის აქსესუარებს ქმნიან და დავუმეგობრდით, რომ ჩვენს მომხმარებლებს სახლზე ზრუნვა გავუადვილოთ. athome.aldagi.ge ერთადერთი პლატფორმაა, სადაც თავმოყრილია ერთი პროფილის ქართული პროდუქცია, რის გამოც სასურველი ნივთების აღმოჩენა უკვე რთული აღარ არის,“-ქეთი მაღალაშვილი, ალდაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.

ალდაგი პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 32 წელია დაზღვევის ინდუსტრიაში ლიდერობს. სახლის დაზღვევა ალდაგის ერთ-ერთი უნივერსალური პროდუქტია. ის ფარავს ყველა შესაძლო რისკს სამივე მიმართულებით- რემონტი, კარკასი და შიგთავსი, რაც ნიშნავს, რომ სახლი 360 გრადუსით არის დაცული გაუთვალისწინებელი შემთხვევებით მიყენებული ზიანისგან. თუ ახლა არ გაქვთ სახლი დაზღვეული ალდაგში, ეს შესაძლებელია ონლაინ, რამდენიმე წუთში პორტალზე https://property.aldagi.ge/

დაზღვეული სახლიდან ეწვიეთ https://athome.aldagi.ge/, აღმოაჩინეთ თქვენთვის სასურველი ნივთები, მიიღეთ ფასდაკლება და იცხოვრეთ უსაფრთხო, ლამაზ სახლში.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები