ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბილაინის მხარდაჭერით, Fuckup Nights Tbilisi ომართება
21 ივლისი, 2022, 17:27
ბილაინის მხარდაჭერით, Fuckup Nights Tbilisi ომართება

თბილისი (GBC) -  ბილაინი ავხადებს, რომ აგრძელებს საქართველოში ინოვაცოებისა და ციფრული ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას და ამჯერად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი  მოძრაობის Fuckup Nights -ის ადგილობრივი ღონისძიების მხარდამჭერია

მარცხი, როგორც მოტივაცია და ნაბიჯი წარმატებისკენ —Fuckup Nights Tbilisi-ის ფორმატით საკუთარ გამოცდილებას, აუდიტორიას ამჯერად ტექნოლოგიებსა და გრაფიკულ ინდუსტრიაში დასაქმებული ქალები გაუზიარებენ. აღსანიშნავია, რომ პირველად ღონისძიების ისტორიაში Fuckup Nights Tbilisi მეტავერსში გაიმართება, რაც მონაწილეებს რეალური ინტერაქციის საშუალებას მისცემს, თანაც ისე, რომ მათ შინ ყოფნის კომფორტზე უარის თქმაც არ მოუწევთ.

FuckupNights Tbilisi vol. 28: in Metaverse -ს სამი სპიკერი ეყოლება: Pocket Studio-ის დამფუძნებელი ანა ჩუბინიძე, ილუსტრატორი და დიზაინერი ანა მიმინოშვილი და Sakura Business Properties-ის დამფუძნებელი ვიქტორია საკუროვა. ისინი აუდიტორიას საკუთარ ისტორიებს გაუზიარებენ და შეეცდებიან, ამ ამბებით სხვა ქალების მოტივატორებადაც იქცნენ.

Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებათა სერიაა, რომელზეც სპიკერები დამსწრეებს საკუთარ ბიზნეს და პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებენ. მეტავერსი კი ვირტუალური სივრცეა, სადაც ხალხს შესვლა, რეალურთან მიახლოებული სხვადასხვა აქტივობის განხორციელება და ერთმანეთთან ინტერაქცია შეუძლია.

Fuckup Nights Tbilisi-ის ორგანიზატორია სტარტაპბიურო.

ღონისძიების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები