ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აჭარაში 60 000 ტ ციტრუსის მოსავალს ელოდებიან
21 ივლისი, 2022, 12:27
აჭარაში 60 000 ტ ციტრუსის მოსავალს ელოდებიან

თბილისი (GBC) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავამ თქვა, რომ მიმდინარე წელს ციტრუსების კარგ მოსავალს ელოდებიან, თუმცა უფრო ზუსტ პროგნოზს აგვისტოს მიწურულს გააკეთებენ.

„როგორც წესი, ციტრუსების მოსავლის პროგნოზი აგვისტოს ბოლოში კეთდება, მაგრამ თუ გასული წლების მონაცემებს გადავხედავთ, წლევანდელ სეზონზე 45–60 ათას ტონა მოსავალს ველოდებით. რაც შეეხება ექსპორტს, გასული წლების პრაქტიკის გამოცდილებით, 35–40 ათას ტონას შეადგენს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

აჭარიდან ციტრუსის ძირითადი საექსპორტო მიმართულებებია სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბელარუსი. ასევე ევროკავშირი, მათ შორის ბალტიის ქვეყნები.

გასულ წელს აჭარაში 38 268 ტ ციტრუსის მოსავალი მიიღეს. საანგარიშო პერიოდში მანდარინი ექსპორტზე გავიდა ყაზახეთში, ესტონეთში, ყირგიზეთში, სლოვენიაში, ბელარუსში, მოლდოვაში, უკრაინაში, სომხეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში.


east-fruit.com

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები