| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ევროკავშირი
მოლდოვას რესპუბლიკას საბიუჯეტო მხარდაჭერა გაუზარდა. ამის შესახებ ევროკომისარმა კეთილმეზობლობისა
და გაფართოების პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვერჰელიმ განაცხადა, ნათქვამია კიშინევში
ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ხუთშაბათს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის დეკემბერში ენერგეტიკული
კრიზისის სამართავად გამოყოფილ 60 მლნ ევროს კიდევ 75 მლნ ევრო დაემატება. საფინანსო
რესურსი იმ გამოწვევების გადალახვას მოხმარდება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის
სამხედრო აგრესიამ წარმოქმნა.
„ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ მოლდოვას
რესპუბლიკისთვის გაწეული მხარდაჭერა მოიცავს: მაკროფინანსური დახმარება 150 მლნ ევროს
მოცულობით; დევნილების ნაკადის მართვისთვის საგანგებო დახმარება 43 მლნ ევროს მოცულობით;
პირველადი დანიშნულების საგნების, მედიკამენტების, გენერატორებისა და სხვა პროდუქციისთვის
31 მლნ ევროზე მეტი“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss