ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi შეხვედრას „მონაცემთა მეცნიერება მარკეტინგში“ უმასპინძლებს
21 ივლისი, 2022, 11:31
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi შეხვედრას „მონაცემთა მეცნიერება მარკეტინგში“ უმასპინძლებს

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი 25 ივლისს, 20:00 საათზე, DataFest Tbilisi შეხვედრას „მონაცემთა მეცნიერება მარკეტინგში“ უმასპინძლებს. ღონისძიებას მარკეტინგის ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ფინტექ კომპანია TWINO-ს აზიის რეგიონალური მენეჯერი და დიჯიტალიზაციაში ევროკავშირისა და GIZ-ის ლოკალური ექსპერტი, ქეთი მეფარიშვილი გაუძღვება.

შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება - დასწრება როგორც Zoom-ის პლატფორმის საშუალებით, ასევე ფიზიკურად, მედიალაბში იქნება შესაძლებელი. ღონისძიება განკუთვნილია ციფრული ბიზნესით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა აქვს. ინიციატივა DataFest Tbilisi-ის, მედიალაბის, საქართველოს ბანკისა და გრანთ თორნთონის პარტნიორობით ხორციელდება.

„საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi-ის პარტნიორობის ფარგლებში არაერთი საინტერესო ღონისძიება შედგა, სადაც სპიკერებს და დამსწრეებს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.  მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მორიგ საინტერესო შეხვედრას. ღონისძიებაზე აუდიტორია მარკეტინგში მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების შესაძლებლობებზე შეიტყობს, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს კომპანიის წარმატებაში. დარწმუნებული ვართ, აუდიტორიისთვის განსაკუთრებით საინტერესო მოსასმენი იქნება ქეთი მეფარიშვილის მიერ გაზიარებული ინფორმაცია და გამოცდილება“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა: https://bit.ly/3RRFelw 

გაითვალისწინეთ, ფიზიკურ სივრცეში დასწრებას მხოლოდ პირველი 50 რეგისტრირებული შეძლებს.

ინფორმაციისთვის, ქეთი მეფარიშვილს 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სფეროში, მათ შორის Fortune 500 კომპანიებში. მან დაამთავრა სადოქტორო პროგრამა უელსის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები