ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ყარაბაღში ინვესტირებამ აზერბაიჯანის სამშენებლო სექტორის ვარდნა შეაჩერა
21 ივლისი, 2022, 11:29
ყარაბაღში ინვესტირებამ აზერბაიჯანის სამშენებლო სექტორის ვარდნა შეაჩერა

თბილისი (GBC) - ყარაბაღის ტერიტორიაზე, მეორე ომის დასრულების შემდეგ განხორციელებულმა ინვესტიციებმა 2020 წელს აზერბაიჯანის სამშენებლო სექტორის 5,2%–იანი ზრდა უზრუნველყო. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის ივლისის ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის მაისში აზერბაიჯანის ეკონომიკა 7,2%–ით გაიზარდა, რაზეც არანავთობსექტორის მაღალი ზრდის ტემპი აისახა.

აზიის განვითარების ბანკმა კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის სუბრეგიონული ზრდის პროგნოზსაც გადახედა ზრდის მიმართულებით: 2022 წელს – 3,6%–დან 3,8%–მდე, 2023 წელს 4%–დან 4,1%–მდე.

„ამ ცვლილებებში განსაკუთრებით აისახება საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ტაჯიკეთის პროგნოზების გაუმჯობესება, რომლებმაც უკეთ გაუძლეს უკრაინის ომის შედეგებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამასთან, ამ ეკონომიკების ზრდა შეიძლება უახლოეს თვეებში შენელდეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში გაურკვევლობის გამო“, – ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის ანგარიშში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები