| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ₾200 000 -მდე სავალუტო სესხზე ხელმისაწვდომობას (სავალუტო დეპოზიტარისთვის) და ჯამური ვალდებულბებიდან ფულადი სახსრების (მ.შ. სავალუტო დეპოზიტი) ამორთვის ეფექტს ბაზარი ვერც იგრძნობს, რადგან პოტენციური მოსარგებლე ცოტაა.
ცვლილების, რომელიც არაფერს ცვლის, დანიშნულება სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა: მოწესრიგდა დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხების მიმართ მიდგომები, რათა ერთი მხრივ აღმოგვეფხვრა კანონის მოთხოვნების გვერდის ავლის შესაძლო გზები და ამასთანავე, აგვერიდებინა მსესხებლებისთვის სავალუტო რისკები და ზედმეტი ხარჯები.
იგულისხმება ზედმეტი ხარჯისგან, სავალუტო მსესხებლის დაცვა, ის კატეგორია, რომელსაც ₾200 000 ზღვრის გვერდის ავლაში კრედიტორი ბანკი ეხმარება.
პაპუნა ლეჟავას განმარტებით, კერძოდ, ცვლილების მიხედვით, მსესხებლის ჯამური ვალდებულებების დათვლისას ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ვალდებულებები 1/09/2022 -დან აღარ გაითვალისწინება. შედეგად შეიზღუდება შესაძლებლობა, რომ კრედიტორმა ხელოვნურად გაზარდოს სესხის მოცულობა, რათა თავი აარიდოს $70 000-იან, ხოლო ნაზარდი თანხა გაყინოს მსესხებლის ანგარიშზე სესხის უზრუნველყოფად.
დამატებით, იმისთვის რომ უცხოური ვალუტის მეანაბრეებს არ მოუწიოთ თანხის
მოკლევადიანი საჭიროებისას ვადიანი დეპოზიტების დარღვევა ან სესხის ლარში აღება და
შესაბამისად სავალუტო რისკის აღება, ბანკებს მიეცათ უფლებამოსილება 200 000
ლარამდე სესხები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ ის უზრუნველყოფილია ფულადი სახსრებით
იმავე ვალუტაში.
ეს ცვლილებები ბაზრის მცირე სეგმენტს ეხება და ამიტომ მის მატერიალურ გავლენას
დაკრედიტებაზე არ ველოდებით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss