ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გადარიცხვებს სანქცირებული ტრანზაქციების გამოვლენა აფერხებს
20 ივლისი, 2022, 17:35
გადარიცხვებს სანქცირებული ტრანზაქციების გამოვლენა აფერხებს

თბილისი  (GBC) - ეროვნული ბანკი (სებ)  საერთაშორისო გადარიცხვების შეფერხების მიზეზებს განმარტავს. 

სებ-ის განცხადებით საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალური სისტემის ნაწილია. ბაზრის ყველა მონაწილე და სებ-იც იცავს საერთაშორისო ყველა ნორმას და რეზოლუციას.


კომერციულ ბანკებს დამყარებული აქვთ საკორესპონდენტო ურთიერთობები ევროპულ და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებთან და ამ ურთიერთობების შეუფერხებლად განხორციელებისათვის სანქციების რისკის ეფექტური მართვა განსაკუთრებულად პრიორიტეტულია.


სწორედ ამან განაპირობა, რომ საფინანსო სექტორი რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს დაუყოვნებლივ შეუერთდა.

 

მასშტაბური საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოქმედების პირობებში გაზრდილია რისკები როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო დონეზე. შუამავალი ბანკების მიერ ცალკეული ტრანზაქციების შესწავლა და დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაციის გამოთხოვა დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს, რათა შუამავალი ბანკების მიერ უზრუნველყოფილ იქნას კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა.


აღნიშნული განაპირობებს შუამავალი ბანკების მიერ მეტი რესურსის და დროის ხარჯვას ცალკეული ტრანზაქციების შესწავლის პროცესში, რაც სავსებით ბუნებრივი და კანონზომიერია რისკების ადეკვატური მართვის უზრუნველსაყოფად.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ფინანსური სექტორის რეგულატორი, უზრუნველყოფს ქვეყანაში საერთაშორისო სანქციების დაცვას და გლობალურ ფინანსურ სისტემასთან მუდმივ თანამშრომლობას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები