ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აჭარაში ტურისტები ყველაზე მეტს რესტორნებში ხარჯავენ
20 ივლისი, 2022, 16:28
აჭარაში ტურისტები ყველაზე მეტს რესტორნებში ხარჯავენ

თბილისი (GBC) - იანვარი-ივნისის პერიოდში, ჯამურად, აჭარაში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები თიბისი ბანკის არხებში 87%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდამ 37% შეადგინა.

2019 წელს დანახარჯების უმეტესი ნაწილი - 75% - სამ ქვეყანაზე მოდიოდა, თურქეთზე, რუსეთზე და ისრაელზე. 2022 წელს კი განაწილება ასეთია: თურქეთი - 25%, ისრაელი - 15%, უკრაინა - 11%, ბელარუსი - 10% და საუდის არაბეთი - 8%. (რუსეთის წილი უნაღდო გადახდებში შემცირებულია რუსეთის საბარათე სისტემიდან გამორთვის შედეგად).

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, იანვარი-ივნისის პერიოდში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების უმეტესი ნაწილი, 36%, გარეთ კვებაზე მოდიოდა, რაც 15 პპ-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. საინტერესოა, რომ დანახარჯების სტრუქტურა შეცვლილია 2019 წელთან შედარებით. თუ 2019 წელს დანახარჯების უმეტესი წილი მოდიოდა გარეთ კვებასა და აზარტულ თამაშებზე, 2022 წელს გარეთ კვებას სურსათზე დანახარჯები მოსდევს. სურსათზე დანახარჯების ამგვარი ზრდა დიდწილად მიგრაციით აიხსნება.

დანახარჯები შემდეგნაირად ნაწილდება - 36% კაფე-რესტორნები; 12% სურსათი; 10% კლუბები; 10% სასტუმრო; 3% აზარტული თამაშები.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები