ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის რიგით მესამე გამარჯვებული ცნობილია
20 ივლისი, 2022, 11:43
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის რიგით მესამე გამარჯვებული ცნობილია

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით სასტიპენდიო პროგრამების მხარდაჭერას განაგრძობს. უკვე მესამედ, Miami Ad School Europe-ში საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომლის და ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული გამოვლინდა. ანანო გაბუნია ბერლინში, Copywriting-ის 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე სრული დაფინანსებით გააგრძელებს სწავლას.


გამარჯვებული სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ბანკის, Miami Ad School Europe - ისა და კრეატიული სფეროს კომპეტენტური წარმომადგენლები იყვნენ. სტიპენდიის მისაღებად კონკურსში 70 აპლიკანტი იღებდა მონაწილეობას.


„Miami Ad School Europe-ი ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა და ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში. MASE-ის პროტფოლიო პროგრამა 3 ძალიან საინტერესო მიმართულებას - Art Direction-ს, Copywriting-ს და Creative Technology-ის აერთიანებს. მოხარული ვართ, რომ  MASE-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით უკვე მესამე ქართველ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა, სრული დაფინანსებით გააგრძელოს სწავლა ბერლინში. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა განსაკუთრებით საინტერესო და მაღალი დონის ნამუშევრები წარმოადგინეს. გვინდა მადლობა გადავუხადოთ კონკურსის თითოეულ მონაწილეს და წარმატება ვუსურვოთ გამარჯვებულს ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპზე“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.


ინფორმაციისთვის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Europe-ის და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, 2019 წელს დაარსდა. ნიკა 2014-2016 წლებში თავად სწავლობდა Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის მიმართულებით. Miami Ad School-ი 15 სარეკლამო სკოლის გლობალურ ქსელს აერთიანებს 10 ქვეყანაში და წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის მასშტაბით.


ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება. შემდეგი მიღება მომდევნო წლის გაზაფხულზე გამოცხადდება. დამატებითი დეტალები სააპლიკაციო პროცესის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.miamiadschool.de/nikascholarship/

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები