ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების 53,3%–იან აღდგენაში ლომის წილი რუსებზე მოდის
19 ივლისი, 2022, 17:09
ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების 53,3%–იან აღდგენაში ლომის წილი რუსებზე მოდის

თბილისი (GBC) - ივნისში საქართველოს 387,781 საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 164.4%-იანი წლიური ზრდაა და 2019 წლის დონის 53.3%-ია. ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ტურისტების რაოდენობის ზრდით, რომელმაც 2019 წლის დონის 64.1% შეადგინა (წინა თვეში 62.3%). ერთდღიანი ვიზიტები მცირედით დაჩქარდა და 2019 წლის დონის 33.3% შეადგინა (წინა თვეში 28.6%), რაც განპირობებულია მეზობელ ქვეყნებთან სასაზღვრო რეგულაციების შემსუბუქებით.

ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან (ჯამურის 23.3%) შემოვიდა, შემდეგ მოდის თურქეთი (16.0%) და სომხეთი (16.0%). აღსანიშნავია, რომ ყაზახეთიდან, ბელარუსიდან და უზბეკეთიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ 2019 წლის დონეს გადააჭარბა.

ივნისში ტურიზმის შემოსავალმა პოსტ-პანდემიური პერიოდის მაქსიმუმს მიაღწია - 301.7 მილიონი აშშ დოლარი, რაც 3.8-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს და 2019 წლის დონის 88.7%-ია (წინა თვეში 95.6%).

"გალტ ენდ თაგარტში"  აღნიშნავენ, რომ ტურისტული შემოსავლები ასევე მოიცავს მიგრანტების (რუსეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან) დანახარჯებს.

"გალტ ენდ თაგარტის" შეფასებით, საქართველოში 80,000-120,000 ვიზიტორი იმყოფება იმაზე ხანგრძლივი ვადით, ვიდრე ჩვეულებრივი ტურისტები. ტურიზმის შემოსავლების 22.7% მოდიოდა რუსეთზე 2022 წლის ივნისში, შემდეგ მოდის ევროკავშირის ქვეყნები (10.1%), ბელარუსი (9.3%) და თურქეთი (9.3%).

"გალტ ენდ თაგარტის" საბაზისო სცენარით, 2022 წელს ტურიზმის შემოსავლების 85%-იან აღდგენას პროგნოზირებენ 2019 წელთან შედარებით, თუმცა მაისი-ივნისის შემოსავლების და მიგრანტების ეფექტის გათვალისწინებით, სრულ აღდგენასაც არ გამორიცხავენ.

 

Airbnb-იზე მოთხოვნის ზრდა 2022 წლის ივნისშიც გაგრძელდა და 2019 წლის ივნისის დონის 70.8% შეადგინა, რაც ტურიზმის აღდგენის დინამიკას ასახავს, როგორც წინა თვეში. ივნისში ასევე გაგრძელდა ქირის ზრდა, თუმცა წინა 2 თვესთან შედარებით ზრდის ტემპი შენელდა რაც მიგრანტების თავდაპირველი ეფექტის შემდეგ ბაზრის დასტაბილურების ტენდენციაზე მიუთითებს - უძრავი ქონების ქირის ინდექსი ივნისში წლიურად 60.7%-ით გაიზარდა წინა 2 თვეში დაახ. 68%-იანი ზრდის შემდეგ.

 

სასტუმროებზე მოთხოვნის აღდგენა ასევე გაგრძელდა 2022 წლის ივნისში, რაც განსაკუთრებით ძლიერი აჭარაში იყო. ტურისტული ნაკადების აღდგენის და სეზონური მოთხოვნის შედეგად სასტუმროს შემოსავლები აჭარის საშუალო და დიდ სასტუმროებში აღდგა 2019 წლის დონის 125.0%-მდე, რაც 4.7%-იანი წლიური ზრდაა (პოს ტერმინალებით გადახდების მიხედვით). პოს ტერმინალებით გადახდები თბილისის საშუალო და დიდ სასტუმროებში 2019 წლის დონის 82.5%-მდე აღდგა, რაც 62.5%-იანი წლიური ზრდაა 2022 წლის ივნისში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები