| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - TRACECA–ს მუდმივი სამდივნოს გენერალურმა მდივანმა
ასეტ ასავბაევმა და საერთაშორისო გადაზიდვების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის
(ОТIF) გენმდივანმა ვოლფგანგ კიუპერმა საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების პროცედურები,
სამართლებრივი და ტექნიკური მოთხოვნები განიზილეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საერთაშორისო
კონვენციებს უერთდებიან. მხარეებმა ასევე განიხილეს ერთიანი ზედნადების გამოყენების
საკითხი საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში.
ამის შესახებ ინფორმაცია TRACECA–ს ოფიციალურ ვებგვერდზე სამშაბათს
გამოქვეყნდა.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული საკითხები ფართო განხილვის
საკითხია და მასში მონაწილეობა უნდა მიიღონ წევრი ქვეყნების (მათ შორის საქართველოს)
სატრანსპორტო, საბაჟო, სარკინიგზო უწყებებმა.
შეხვედრაზე ასავბაევმა განაცხადა, რომ ერთიანი ზედნადების შემოღება,
გაციფრულება და მისი შემდგომი რეალიზაცია რკინიგზებზე პრიორიტეტული საკითხებია
TRACECA–ს წევრი ქვეყნების სამოქმედო სტრატეგიებში.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ჩინეთიდან ტვირთების ბაქო–თბილისი–ყარსის
მიმართულებით გადაზიდვების გაზრდაზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss