| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უზბეკეთში
ვიზიტით ორშაბათს გაემგზავრა, სამშაბათს უზბეკ კოლეგასთან აბდულა არიპოვთან გამართულ
მოლაპარაკებაზე ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის „ახალ საფეხურზე“ აყვანის
პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ყურადღება
გამახვილდა ეკონომიკის სფეროში არსებულ ურთიერთობებზე და აღინიშნა, რომ ბოლო წლებში
განსაკუთრებით გაიზარდა საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადები, ასევე, ეკონომიკური
მიმართულებით საქართველოსა და უზბეკეთს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ვითარდება.
ხაზი გაესვა, რომ უზბეკეთისთვის საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო
დერეფანია.
ირაკლი ღარიბაშვილის
თქმით, ქვეყნის ლოგისტიკური ცენტრის როლის გასაძლიერებლად საქართველო მონაწილეობს ბაქო-თბილისი-ყარსის
რკინიგზის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის
და შავი ზღვა - კასპიის ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის პროექტებში.
შეხვედრაზე ასევე ითქვა,
რომ 2021 წელს ორმხრივი ვაჭრობის ბრუნვა 18.5%-ით გაიზარდა და 115 000 მლნ დოლარამდე
შეადგინა. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია უზბეკეთის ბაზრებზე, მათ შორის,
ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების საექსპორტო მოცულობების შემდგომი გაზრდით.
მხარეებმა იმსჯელეს
ერთობლივი საწარმოების შექმნაზე. ასევე, განიხილეს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა
და პორტების გამოყენების შესაძლებლობა უზბეკეთისთვის, რათა მისი პროდუქცია ევროპის
ბაზარზე მოხვდეს.
საქართველოსა და უზბეკეთის
რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 19 აგვისტოს დამყარდა. უზბეკეთის
რესპუბლიკას საქართველოში საელჩო არ გააჩნია. და საქართველოს ფარავს ქ. ბაქოში არსებული
საელჩოს მეშვეობით. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს
ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ფარმაცევტიკა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss