| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)
- სულ მცირე ერთმა უმსხვილესმა ევროპულმა ენერგოკომპანიამ მიიღო რუსული გაზპრომის
წერილი, სადაც აცხადებენ, რომ საწვავის მიწოდებაზე აღებული ვალდებულებების შესრულება
შეუძლებელია ფორს–მაჟორის გამო. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.
წერილი 14 ივლისითაა დათარიღებული. სააგენტოს წყარო
ირწმუნება, რომ საუბარია გერმანულ კომპანიაზე და გაზის „ჩრდილოეთის ნაკადით“ მიწოდებაზე.
ასევე აღინიშნება, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ 14 ივნისს გაცხადდა,
როდესაც რუსულმა ენერგოგიგანტმა მიწოდებული გაზის მოცულობის მკვეთრი შემცირებები დაიწყო.
ასეთ ქმედებებს გაზპრომი საკომპრესორო სადგურისთვის
სათანადო მოწყობილობების არქონას ასახელებდა. კომპანიის ხელმძღვანელი ალეკსეი მილერი
ამტკიცებდა, რომ Siemens–ის გაზის ტურბინი ძრავის შეცვლა შეუძლებელი იყო და რუსეთს საკუთარი ძალებით მისი შეკეთების
შესაძლებლობა არ გააჩნდა.
ვითარება იმან გაამწვავა, რომ სარემონტოდ გაგზავნილი
ტურბინა კანადის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც სანქციების გამო მისი ტრანსპორტირება
არ შეიძლებოდა. გერმანიის მთავრობამ შეძლო ამ ვითარების განმუხტვა და ტურბინა რუსეთში
დაბრუნდება, მაგრამ კითხვის ნიშნებს ის გარემოება ტოვებს, თუ როგორ მოხდება დანარჩენი
ტურბინების შეკეთება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss