ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
როუდ ქონსთრაქშენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის 11–მილიონიან ტენდერს იგებს
გიგა თვაური
18 ივლისი, 2022, 15:32
როუდ ქონსთრაქშენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის 11–მილიონიან ტენდერს იგებს

თბილისი (GBC) – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 6 ივნისს გამოცხადებულ 11–მილიონიან ელექტრონულ ტენდერს შპს ,,როუდ ქონსთრაქშენ’’ იგებს.

ტენდერის მიხედვით, კომპანიამ  თბილისი - სენაკი - ლესელიძის კმ57 - კმ132 მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებ უნდა გააუმჯობესოს. 11.6 მლნ ლარის ღირებულების ტენდერს, როუდ ქონსთრაქშენი 9.8 მლნ ლარად შეასრულებს. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 4 თვის ვადაში უნდა შესრულდეს. საგარანტიო ვადა 2 წელს შეადგენს და ამ ვადის ათვლა სამუშაოს მიღებიდან დაიწყება, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზების აღმოფხვრა.

ტენდერის პირობების თანახმად, პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური სირთულისა და შინაარსის სამუშაო, მიმდინარე ტენდერის ღირებულების 50% ფასით.

 კომპანია ვალდებულია ჩაატაროს შემდეგი სამუშაოები:

- არსებული დაზიანებული ლითონის მრუდხაზოვანი ძელებიანი ზღუდარების სადემონტაჟო სამუშაოები;

- არსებული სპეცპროფილის ბეტონის პარაპეტების სადემონტაჟო სამუშაოები;

- ლითონის მრუდხაზოვანი ძელების მოწყობა.

შპს ,,როუდ ქოსთრაქშენის’’ დირექტორი და 33%-იანი წილის მფლობელი  2014-2015 წლებში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძეა. ფანჩულიძემ თანამდებობა 2015 წელს დატოვა და აღნიშნული კომპანიაც ამ წელსვე დააარსა.

კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია:

ირაკლი ნადარაია 33%;

გიორგი გოგიბერიძე 34%;

ვაჟა ფანჩულიძე 33%.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები