ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში 50 894 ჰექტარზე ეროვნული პარკი შეიქმნება
18 ივლისი, 2022, 13:25
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში 50 894 ჰექტარზე ეროვნული პარკი შეიქმნება

თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობამ ორშაბათის სხდომაზე 7 საკითხი განიხილა, მათ შორის რაჭის ეროვნული პარკის შექმნისა და მოხელეთა ხელფასების დაანგარიშების თემებზე.

 

მთავრობის პრეს–სამსახურის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ", რომელიც  რაჭაში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას ითვალისწინებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის ეროვნული პარკი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში 50 894 ჰექტარზე შეიქმნება. დაცული ტერიტორიების დაარსების შედეგად, რეგიონში შეიქმნება ადმინისტრაციული ცენტრი და გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, ასევე უზრუნველყოფილი იქნება რეგიონში არსებული ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების დაცვა-შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსის მდგრადი მართვა.

 

მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საბაზო თანამდებობრივი სარგოს გადაანგარიშების მექანიზმის შემუშავების ეტაპებისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე", რომელიც  საჯარო სექტორში შრომითი ანაზღაურების მოწესრიგებას ეხება.

 

განკარგულების პროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ევალება,  „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტთან ერთად, მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის საფუძველზეც „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები