ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
რუსეთის ბაზრიდან H&M–იც გადის
18 ივლისი, 2022, 13:08
რუსეთის ბაზრიდან H&M–იც გადის

თბილისი (GBC) - ტანსაცმლის მსოფლიოს უმსხვილესი ქსელი H&M აცხადებს, რომ რუსეთში ბიზნესის შეწყვეტის პროცესი დაიწყო. ამ ქვეყანაში H&M–ის მაღაზიები მარტიდან აღარ ფუნქციონირებს.

H&M Group რუსეთიდან გასვლის გადაწყვეტილებას „საოპერაციო პრობლემებითა და გაურკვეველი მომავლით“ განმარტავს. H&M თავისი მაღაზიების დროებით გახსნას გეგმავს, ნაშთის რეალიზაციის მიზნით. ფასდაკლებების ვადები არ სახელდება.

„მიმდინარე ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეუძლებლად მიგვაჩნია რუსეთში ბიზნესის გაგრძელება. ძალიან ვწუხვართ იმ გავლენების გამო, რასაც ეს გადაწყვეტილება ჩვენს თანამშრომლებზე იქონიებს და მადლიერები ვართ მათი მხრიდან მძიმე შრომისა და თავდადებისათვის“, – თქვა H&M Group–ის გენერალურმა დირექტორმა ჰალენა ჰელმერსონმა.

H&M რუსეთში 2009 წლიდან მუშაობდა. ქვეყნის ტერიტორიაზე გაყიდვების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. H&M Group–ს რუსეთის ტერიტორიაზე 150 მაღაზია ჰქონდა.

მანამდე, რუსეთის ბაზარი არაერთმა საერთაშორისო ბრენდმა დატოვა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები