ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რუსი ტურისტებისგან შემოსავალი არ იზრდება
გიგა თვაური
18 ივლისი, 2022, 12:04
რუსი ტურისტებისგან შემოსავალი არ იზრდება

თბილისი (GBC) – იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 1.6 მლნ შეადგინა, რაც 234.5%-ით მეტია 2021 წლის იმავე პერიოდზე (486 ათასი).


ივნისში რუსეთიდან 90 239 ვიზიტი განხორციელდა, რაც 502.9%-იანი ზრდაა (Y.Y). თუმცა ეს რიცხვი 40.7%-ით ნაკლებია 2019 წლის ივნისზე (152 155).


რიცხვებით ვხედავთ, რომ რუსი ტურისტების ნაკადი პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით ბევრად ნაკლებია, თუმცა აღსანიშნავია დიდი მატება მაისის ნაკადთან შედარებით.


ცნობილია, რომ რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩამოდის პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზეზებიდან გამომდინარე, მათ შორის - სანქციებთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად მოემგზავრება. გარკვეულწილად სტატისტიკის ასეთი ცვლილება ამ ფაქტს უკავშირდება.


 2022 წლის იანვარ-მაისში  ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $841 მლნ შეადგინა, რაც  375%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე ($177.2მლნ).  თუმცა, წლევანდელ მონაცემებს თუ შევადრით პანდემიანდელ პერიოდს, ტურიზმიდან შემოსავალი 2019 წლის იანვარ-მაისში  32.7%-ით მეტია 2022 იმავე პერიოდზე (2019 იან-მაისი: 1.1 მლრდ).ჯამური შემოსავლებში - $ 840 მლნ, 18%  - $150 მლნ რუსეთიდანაა.თუმცა პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილი არ არის.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები